აქტუალური
ივანიშვილისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

xelmowerebiiთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ ინიციატივით, ხვალიდან, 2011 წლის 3 ნოემბრიდან, ოპოზიციონერ მაგნატ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, „მოქალაქეებმა ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე შედგენილ განცხადებაზე, რომლითაც საზოგადოება სწორედ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვს“.

„ჩვენ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნას არა მარტო როგორც უკანონო ქმედებისთვის, არამედ, ზოგადად, დემოკრატიის განვითარებისთვის მიმართულ ბრძოლად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული მოთხოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით ფართო ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, დღეს დარბაზ „ჯაზუში“ შეკრებილმა 62 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოებას ბანკ „ქართუს“ მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაერთიანებისკენ მოუწოდეს.