აქტუალური
ქართველი პოლიტიკოსის განსაკუთრებული მისია

SaSiaSvili5თბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრების“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ახლახან ქალაქ სოჭში გაიმართა ოსური კულტურის დღეები, რომელშიც  მონაწილეობდნენ   მსოფლიოს 40 ქვეყანაში (საფრანგეთი, აშშ,  დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, გერმანია, და ა.შ) მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები.

ჩვენთვის, ქართველებისათვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მოვლენის ერთი უნიკალური ფაქტი – 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სრულიად ოსთა ამ რანგის შეკრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუმარმა. ეს იყო „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც მიწვეული იყო სოჭში ოსთა დიასპორის  ხელმძღვანელ ალექსანდრე მარგიევის მიერ საპატიო სტუმრის რანგში, როგორც ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საპატიო, რომ ვარ   პირველი ქართველი, რომელიც ასეთი რანგის შეკრებაზე მიიწვიეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ამ მისიის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, თემურ შაშიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა კულტურის დღეების მონაწილეთა 1 000-კაციან აუდიტორიას, რომელიც გამორჩეული სითბოთი იყო მიღებული. მან ორგანიზატორებს გადასცა მერაბ ბერძენიშვილის წიგნი „დაუჯერებელი სიმართლე“ . ღონისძიებაზე ქართულ და რუსულ ენებზე წაკითხულ იქნა პოეტ რეზო ამაშუკელის მიმართვა ოსი ხალხისადმი.