აქტუალური
დღეს თბილისში მოთოვა

pogodaთბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, ამჟამად თოვს კახეთის ყველა რაიონში. მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. ჯვარზე ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსია, გუდაურში – -12.

დღის მეორე ნახევარში თბილისში წვიმა თოვლში გადავა. ღამით აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მინუს 3-5 გრადუსი იქნება, თბილისში – 2 გრადუსი.

ხვალ დილიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა შემდგომ დღეებშიც ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში 10 ნოემბერს წვიმაა ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება.

„არანორმალური არაფერი არ ხდება, ეს ნოემბრისთვის დამახასიათებელი ამინდია“, – აცხადებს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

ამასთან, კახეთში საავტომობილო გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. პრობლემებია ენერგომომარაგების მხრივ. თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.