აქტუალური
თბილისს გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა დაამშვენებს

qandakeab--TBთბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. უახლოეს მომავალში „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე,  საიდანაც რამდენიმე წლის წინათ დავით აღმაშენებლის ძეგლი ადგილის შეუფერებლობის გამო გადაიტანეს,  გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა დაიდგმება. ის სიმაღლეში, დაახლოებით, 10 მეტრია, ხოლო სიგრძეში – 20 მეტრი.

ველოსიპედს ორი საჭე და ერთმანეთისკენ მიმართული ორი სკამი აქვს. სკულპტურაზე მუშაობა გრძელდება და გამორიცხული არ არის, ველოსიპედს სხვა ელემენტებიც დაემატოს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სკულპტურაზე მომუშავე ხელოსნებმა მუშაობა გასულ ღამეს დაიწყეს. მათივე თქმით, გიგანტური ველოსიპედი „ვარდების რევოლუციის“ მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იდგმება, მისი ავტორი ფრანგი მოქანდაკეა.