აქტუალური
„ევრაზია ნეტი“ ქართველ დეპუტატებს საკუთარი ბიზნესების ლობირებაში ამხელს

lobirebaთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველ დეპუტატებს საკუთარი ბიზნესების ღია ლობირებაში ამხელენ. გავლენიანი ევროპული ინტერნეტგამოცემა „ევრაზია ნეტი“ აქვეყნებს ცნობებს ბიზნესში დეპუტატების წილებისა და საკუთარი კომპანიების ლობირების შესახებ.

გამოცემის ცნობით, „კომპანიებს, რომლებშიც მმართველი პარტიის დეპუტატებს პირდაპირ თუ ირიბად აქვთ წილი, ძვირადღირებულ სამთავრობო კონტრაქტებზე ხელი მიუწვდებათ“.

ინტერნეტგამოცემის ცნობითვე, გასულ წელს 3,2 მილიონი დოლარის  ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა, კერძოდ, „Kia Motors Georgia“-მ და სურსათით მომარაგების კომპანიებმა „MegaFood“-მა და „FoodService“-მა.

„კია-მოტორსი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება. მას კომპანიაში აქციების 25 პროცენტი ეკუთვნის. მას წილი 26 სხვა კომპანიაშიც აქვს.

რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერების გამარჯვებულ „მეგა ფუდს“, ის პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავას ეკუთვნი“, – ნათქვამია გამოცემაში.