აქტუალური
ზურაბ ბიგვავა: „ივანიშვილს ბურჯანაძისთვის „კი“ არ უთქვამს“

bigvavaaთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ზურაბ ბიგვავა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, იგი „არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი-ბურჯანაძის თანამშრომლობა შედგება“.

„ბატონ ბიძინას არ უთქვამს ბურჯანაძისთვის „კი“, მან გარკვეულ პიროვნებებთან ერთად პარტნიორობის ვარიანტი განიხილა. საერთოდ, მათი გზები განსხვავებულია. ბურჯანაძეს სიტუაციის განვითარების საკუთარი ხედვა აქვს, რაც ივანიშვილის ხედვისგან რადიკალურად განსხვავდება, პოლიტიკოსებს შორის კავშირი  და თანამშრომლობა კი, ძირითადად, მაშინ ვითარდება, როცა ეს გზები იდენტური თუ არა, მსგავსი მაინცაა. აქ ჯერჯერობით მხოლოდ რადიკალურ განსხვავებებს ვხედავთ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება“, - აცხადებს ბიგვავა.