აქტუალური
ზურაბ მელიქიშვილი: „საქართველოში რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა“

melikishvili1თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რევოლუცია მანამ გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ერთი გაჭირვებული მაინც იარსებებს.

მართალია, მელიქიშვილს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლაში პარლამენტის ოპოზიციონერმა წვერებმა ხელი შეუშალეს, თუმცა მან მაინც შეძლო საკუთარი პოზიციისა და ხედვის გაჟღერება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუცია“ კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„რევოლუცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ერთი გაჭირვებული იარსებებს საქართველოში. ვიდრე ბოლომდე არ მივა ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრს მიაღწია და ამას  პენსიებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაც ადასტურებს. ქვეყანაში პენსია აღარ არის 7 ლარი. რვა წლის განმავლობაში  850 მილიონი ლარიდან 7, 7 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი. არის თუ არა ეს გაკეთებული საქმე? რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და მოსახლეობა  მართალია, როცა კიდევ და კიდევ ბევრს ითხოვს“, – განაცხადა მელიქიშვილმა.