პოლიტიკა
გიგა ბოკერიას და სერგი კაპანაძეს პარლამენტში ელოდებიან

giga-sergiთბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორებთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არიან მიწვეული.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, განხილვის მთავარ საგანს რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმების დეტალები წარმოადგენს, რომელთაც ბოკერია და კაპანაძე დღეს პარლამენტის წევრებს გააცნობენ.

სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დღეს, 15:00 საათისთვის, არის დანიშნული.