აქტუალური
მამუკა ღლონტი: „აღარც ეროსი, აღარც მამუკა - „მაესტრო“ თავისუფალია“

erasti-mamukaთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ღლონტის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ეხლა, როცა ეროსის „ტყვეობიდან“ გამოვედი, „ფეისბუქს“ გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს, ნაწილს კი ეჭვი ეპარება ჩემში, ჩემდა უნებლიედ, ისეთი მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი, რომ მედიის ნაწილად აღარ აღვიქმები, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ამჟამად მე „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერი ვარ და ვგრძნობ, რომ ტელეკომაპნია „მაესტროში“ ჩემი ყოფნით ჩემს კოლეგებს უნებლიედ ჩრდილს მივაყენებ. ჩემთვის ერთი ადამიანის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვტოვებ ყველანაირ პოსტს „მაესტროში“ და ვიქნები უბრალოდ მრჩეველი, ისიც - იმიტომ, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. „მაესტროს“ ბაჩო კიკაბიძე და ეკა აკობია უხელმძღვანელებენ. ამ ორ ადამიანს 100%-ით ვენდობი. აქვე გამოვთქვამ სურვილს, კახა ბექაური „მაესტროში“ დაბრუნდეს, თუნდაც მრჩევლად, თუ გვიკადრებს. არ მინდა, შექმნილი ვითარების გამო „მაესტროს“ ჩემი უკვე ზოგისთვის საეჭვო რეპუტაციით ჩრდილი მივაყენო. გადაწყვეტილება საბოლოოა. აქვე დავამატებ, რომ პასუხისმგებლობას არაფერზე ვიხსნი. მორჩა, აღარც ეროსი, აღარც მამუკა, „მაესტრო“ თავისუფალია“, - აცხადებს ღლონტი.