პოლიტიკა
სააკაშვილმა ნაზარბაევი მომავალ წელს საქართველოში მოიწვია

saaka-nazarbaevთბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დღეს აკორდში ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიღო.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს, აგრეთვე, ყაზახეთისა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

გილაურმა ნაზარბაევს ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი 2012 წელს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.