რელიგია
თბილისი. 19 დეკემბერი, საქინფორმი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ნიკოლოზმა დიდხანს იცხოვრა და მრავალი სასწაული მოახდინა. იგი 342 წლის 6 დეკემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. წმიდა ნიკოლოზის უხრწნელი ნაწილები მაშინვე კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდა, მასთან შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ.
წმიდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების.