სამართალი
თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ბათილად ცნო პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულება №602, რომლითაც ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.
„ამ ნაწილში ვაპირებთ, გავასაჩივროთ და გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის 11 ოქტომბრის № 602 ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.