სამართალი
თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. 25 წლის ქართველი ფეხბურთის მცველი გიგა ბეჭვაია, რომელიც 10 მაისს საფეხბურთო სკანდალში გაეხვა და ჯერ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო შემდეგ კი (5 იანვარს) ამნისტირებულ იქნა, სეზონის ბოლომდე გორის „დილას“ ღირსებას დაიცავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ ბეჭვაიას გარდა კახი კირთაძე, როინ ონიანი, ლევან ვართაგავა და სპარტაკ გოგიაც შეიწყალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებენ დანარჩენი ფეხბურთელები კარიერას, გორის „დილაში“ თამაშს კი თავად ბეჭვაიაც ადასტურებს.