პოლიტიკა
ვერა ქობალიას ახალი მოადგილეები ჰყავს

qobalia-moadgileebiთბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მინისტრის მოადგილეებად ნათია მიქელაძე და მიხეილ ჯანელიძე დაინიშნენ.

ნათია მიქელაძე ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა. მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი მოადგილეც ახალი ჰყავს – ეს თანამდებობა ირაკლი მატკავამ დაიკავა, რომელიც ბოლო პერიოდამდე მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მატკავამ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩილ კეკელია შეცვალა, რომელიც ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.