რედაქტორისგან
თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?

anonsi-qart2012 წლის 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა და, როგორც საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, ფარული თანხმობა მისცა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო? თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ამერიკის საბრძოლო ავიაცია, ფლოტი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განთავსდეს და საქართველომ, ამერიკასთან ერთად, ირანის წინააღმდეგ იომოს?