პოლიტიკა
ივანიშვილი პარტიის დაფუძნებამდე საინიციატივო ჯგუფს შექმნის

bidzina_ivanishvili10თბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე საინიციატივო ჯგუფს შექმნის. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჯგუფის ფორმირება უკვე დაწყებულია.

„კოალიციაში შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც, ჯერ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია უნდა მოხდეს, რომელშიც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები შევლენ. ჯგუფის პრეზენტაციის თარიღსა და სხვა დეტალებს ბიძინა ივანიშვილი გაახმაურებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის შექმნა და პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც შესაძლოა, ჯგუფის პრეზენტაციიდან ორ-სამ თვეში გაიმართოს, კოალიციის საქმიანობას ხელს არ შეუშლის.