პოლიტიკა
ივანიშვილი: „თუ ხელისუფლება 20-30%-ის გაყალბებას მოინდომებს, ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით“

bidzina2-aqciaaთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „მომავალი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს“.

„თუ 20 და 30 პროცენტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევაში ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით. დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ. კანონით განსაზღვრული ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენს ხმებს“, – აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, „თუ საჭირო გახდება, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ თავად მოუწოდებს, თუმცა ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა“.

„ხალხი თავის ხმებს თავად დაიცავს და აჩვენებს მთელ მსოფლიოს, ვინ მოიგებს არჩევნებს“, – აღნიშნავს ივანიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ არც ამერიკა და არც ევროპა ხელს არ მოაწერს საქართველოში არჩევნების გაყალბების მორიგ პრეცედენტს.

„ხუთპროცენტიანი ცდომილებისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ 20 პროცენტით ვერავითარ შემთხვევაში გააყალბებს საარჩევნო შედეგებს“, – აცხადებს ივანიშვილი.