პუბლიკაციები
ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ?

anons-putin2012 წლის 22 თებერვალს, როდესაც ტამანის მე-5 ცალკეული გვარდიის მოტომსროლელ ბრიგადაში ვ.ვ. პუტინი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალთა შენაერთების მეთაურებს ხვდებოდა, სამხრეთ ოსეთში განლაგებული მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ა.ვ. შუშუკინმა მას ასეთი კითხვა დაუსვა: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში სამიტზე საქართველოს დელეგაციასა და ამერიკის მხარეს შორის მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის მასობრივი მიწოდების შესახებ. გვინდა, თქვენი შეფასება მოვისმინოთ, როგორ აღიქვამთ ამას აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით?".

სანამ კითხვაზე უპასუხებდა, ვ.ვ. პუტინმა მხიარული სიტყვები წარმოთქვა, რომლებმაც, მიუხედავად ამისა, ოფიციალური თბილისი ნამდვილ შოკში ჩააგდო: იქ მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ, არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ვიმედოვნებ, ჩვენიანებიდან იყო ვინმე და მოგვიყვებიან...

საინტერესოა, მაშ, ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ და ვის გულისხმობდა რუსეთის მომავალი პრეზიდენტი „ჩვენიანებში“? აქ რამდენიმე ვარიანტია. ვლადიმერ ვლადიმერეს ძეს, შესაძლებელია, მხედველობაში ჰყავდა:

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მზვერავები, რომლებიც ცე---ში არიან ჩანერგილი ან/და ამჟამად თეთრი სახლის ოფიციალური თანამშრომლები არიან, თანაც – ბარაკ ობამას უახლოეს გარემოცვიდან;

რუსული სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული მაღალჩინოსნები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ან სახელმწიფო დეპარტამენტიდან;

ქართველი დელეგაციის წევრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ბეჯითად აწვდიან ზესაიდუმლო ინფორმაციას კრემლს.

საქინფორმი თავის ვერსიას მკითხველს მოგვიანებით გააცნობს, თუმცა საქართველოში უკვე ბევრი ჩურჩულებს – აქაოდა, პუტინმა თავად .........., ან მისი ბიძა იგულისხმაო!

საქინფორმის რედაქცია