სამართალი
თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატყობინებს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორგანიზაციის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში სამდღიანი სემინარი იმართება.პროექტის მონაწილეები ეცნობოდნენ იმ უფლებებს, რომლებიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით, ასევე, მექანიზმებს, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.