აქტუალური
ინციდენტი სტუდენტურ თვითმმართველობაში

fosta-studenteeeeeთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან შეატყობინეს, პარტია და „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“ გუშინ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ბექა ახლოურმა „ნაციონალური მოძრაობისაგან“ პოლიტიკურად განსხვავებული აზროვნების მქონე სტუდენტებს მიაყენა შეურაცხყოფა – მოუყვანა მის დაქვემდებარებაში მყოფი ზონდერბრიგადა და მესამე კორპუსში სასტიკად გაუსწორდა სამ სტუდენტს.

„თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“ და პარტია „თვისუფალი საქართველო“ მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილთან, უნივერსიტეტის დეპოლიტიზაციასა და ყველა დამნაშავის დასჯას.