აქტუალური
აშშ-ს ავღანეთიდან აგდებენ

fosta-aSSთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქინფორმს ატყობინებს, ავღანეთი ამერიკისგან თავისი ჯარისკაცების იზოლირებას მოითხოვს და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ახალ ვერსიებზე საუბრობს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ პენტაგონს რესპუბლიკაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ბაზებზე გაყვანა და, ზოგადად, ქვეყნიდან მათი გასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ავღანეთის ხელისუფლება გამოთქვამს ეჭვს, რომ მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ჰამიდ ყარზაიმ ავღანეთში ჩასული პენტაგონის უფროს ლეონ პანეტასგან ავღანეთის სოფლებიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

„საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებმა ავღანურ სოფლებში თავიანითი ბლოკპოსტები უნდა დატოვონ და ბაზებზე უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა ყარზაიმ და აღნიშნა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი დაგეგმილზე ერთი წლით ადრე უნდა დატოვონ, ანუ უკვე 2013 წელს.