პუბლიკაციები
სპეცსამსახურები ინტერნეტს თვალთვალისთვის იყენებენ

petreuuuussთბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ნივთი იძენს ინტერნეტში დაშვებას - დიდი ხანია აღარავის უკვირს ტელევიზორი Wi-Fi-თ და შორიდან მართული სარეცხი მანქანაც კი. ”ცეერუს” დირექტორის დევიდ პეტრეუსის აზრით, მსგავსი მოწყობილობები მზვერავისთვის ნამდვილი განძია.  შესაძლებელია ნებისმიერი მათგანის, თუნდაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის ”ინტერესის ობიექტის” სათვალთვალოდ მისადაგება.

პეტრეუსი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის ქსელში ჩართული საყოფაცხოვრებო მოწყობილობები საგრძნობლად ამარტივებს ეჭვმიტანილის თვალთვალს, და რომ მომავალში სერიოზულად შეიცვლება წარმოდგენა იმაზე, რა არის საიდუმლო და რა - არა.

რა თქმა უნდა, სადაზვერვო სამმართველოს ამერიკელი მოქალაქეების თვალთვალის საკითხში კანონის დაცვა უწევს, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომლის შეგროვება თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, გეოლოკაციური მონაცემები.

იმის გათვალისწინებით, რომ GPS-მოდული დღეს ბევრ ელექტრონულ დევაისშია დამონტაჟებული, მათ შორის, სმარტფონებში, პლანშეტებში, ნავიგატორებში და ფოტოაპარატებშიც კი, ამერიკელი მზვერავების მუშაობა სერიოზულად გამარტივდა.

სხვათაშორის, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მსგავსი მიზნით სამამულო სისტემა ”გლონასს” აამოქმედებენ - სმარტფონებს, რომლებსაც შარშან აქტიურად უჭერდნენ მხარს.