აქტუალური
რუს რესპონდენტთა 52,4% საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგია

moscow12თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. როგორც რუსული ინტერნეტგაზეთი „ვზგლიადის“ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ უნდა გააუქმოს.

ვებგვერდზე გამოკითხვის მიზნით განთავსდა ასეთი კითხვა: საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა. ღირს თუ არა, საპასუხოდ რუსეთმაც გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები? ამ კითხვას კითხვას უკვე 11 774-მა რესპონდენტმა უპასუხა, რომელთა პასუხებიც ასე გადანაწილდა: „დიახ, დაუყოვნებლივ“ – 16,3%; „დიახ, მაგრამ მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ“ – 31,3%; „არა“ – 52,4%.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოაცხადა. რუსულმა მხარემ ანალოგიური გადაწყვეტილების პირობად „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის“ შეცვლა დაასახელა.