აქტუალური
„დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე!“

DEMOKRATIAთბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. „დემოკრატია იწყება შენით“ – ამ პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით  ბრიუსელში ევროპარლამენტში წარადგენენ.

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.

„ეს პროექტი სამხრეთ კავკასიის ახალ თაობას საშუალებას აძლევს, დემოკრატია გამოსცადონ საკუთარ თავზე“, – განაცხადა პროექტის დირექტორმა ჯანან ატილგანმა. სწორედ ამიტომ საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროები, კონრად ადენაუერის ფონდი, ედუარდო ფრაის ფონდი, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლები მხარს უჭერენ ამ უნიკალურ იდეას, შეკრიბონ სომეხი და ქართველი მოსწავლეები სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში.

პროექტის მთავარი პრინციპია: „დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე. მას მხოლოდ წიგნებიდან ვერ ისწავლი!“