სამართალი
თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა. პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი კანონპროექტის განხილვის პროცესში გაიზარდა. პროექტის პირვანდელი ვარიანტით, დამამძიმებელ გარემოებებში შედიოდა მხოლოდ დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით.
არასამთავრობო სექტორის შენიშვნების გათვალისწინებით კი, პარლამენტმა ჩამონათვლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისა და მათი გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.