აქტუალური
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6,5%-ზე ტოვებს

aktualno-2-nacbankთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. უკვე მეორე თვეა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად – 6,5%-ზე დატოვა.

თებერვალში წლიურმა ინფლაციამ -2,1% შეადგინა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაციაა.

„დღევანდელი გათვლებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ივნისიდან ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას და მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდეს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.