აქტუალური
„მრეწველები“ „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ

topaZe12თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად შეუერთდა. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ და პოლიტიკურმა კოალიციამ გუშინ გააკეთეს. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან აცნობეს, ამიერიდან „გოგი თოფაძის პარტია, კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მსგავსად, კოალიციის სრულუფლებიანი წევრი იქნება“.

კოალიციაში გაწევრების თაობაზე თოფაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობდა.

გოგი თოფაძემ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის მზაობა ჯერ კიდევ ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადებისას გამოთქვა.