აქტუალური
ჩირიკბა-ლავროვის მოლაპარაკებები

larov-chirikbaთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვის მიწვევით მოსკოვში იმყოფება.

„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, დღეს რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განიხილავენ.

მოლაპარაკებების პროცესში აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. საუბარი ჟენევის დისკუსიებსაც შეეხება.

მოსკოვში ჩირიკბას ვიზიტი 18 აპრილს დასრულდება.