რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოების გამოფენა

1iliameoreთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფოტოგამოფენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II დაბადებიდან 80 და მამადმთავრობიდან 35 წლისთავს ეძღვნება.

ამასთან, გამოფენის შემდეგ XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – ზურაბ ჭავჭავაძის, ხსოვნის საღამო გაიმართება. ნაჩვენები იქნება დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი „ნათელი იგი“, რომელიც ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.