პუბლიკაციები
ჰაკერებმა პარლამენტის საიტი გატეხეს, ანუ სადამდე მიგვიყვანა საქინფორმის იგნორირებამ, პროკურატურის, შსს-ს უმოქმედობამ და ლაფსუსებმა ქართულ კანონმდებლობაში

1-pravo-2-hakerსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 31 დეკემბერს, ზედ ახალი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი www.parliament.ge ჰაკერებმა გატეხეს! ჰაკერებმა პარლამენტის საიტზე "კეთილი სურვილები" დატოვეს - ინგლისურენოვან ტექსტში ისინი წერენ, რომ "ვებ-უსაფრთხოება ძალიან სუსტია".  аmbebi.ge სთავაზობს მკითხველს ტექსტის თარგმანს.
"ჩვენ გვიყვარს ირანი
აქ იყო M4HDY4Ri77
ჩვენ არცერთი ხალხის მტრები არ ვართ, არც ამერიკელების.
გთხოვთ, შეაკეთეთ თქვენი ვებ-უსაფრთხოება, რადგანაც ძალიან სუსტია
Ashiyane
ციფრული უსაფრთხოების გუნდი
მადლობა S . R. B და ID: Mahdyari77@att.netთქვენი მონაცემთა ბაზა უსაფრთხოა."

P.S. აი, რა შედეგებამდე მივყავართ საქართველოს შსს-ს უმოქმედობას, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია იგნორირებას უკეთებს საქინფორმის ოფიციალურ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს იმ ჰაკერების კონკრეტულ IP-ებს, არაერთხელ რომ შეუტიეს საქინფორმის საიტს და ჩვენი მეშვეობით Bank of Ameriсa- საიტის გატეხვაც სცადეს! “თუ არ დაამტკიცებთ, რომ შედეგად საქინფორმს მატერიალური ზარალი მიადგა, პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სანქციას არ მოგვცემს! ასე ამბობს კანონი”, - იმართლებენ თავს გამომძიებლები საქართველოს შსს-ს კაცმა არ იცის რისთვის შექმნილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიდან.

თუმცა, საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების და საქინფორმის რედაქციაზე თავდასხმის საქმის საფუძველზე, რომელიც პროკურატურისა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თაროზეა შემოდებული, დიდი ხნის წინ შეიძლებოდა ბევრი კიბერ დამნაშავის დაპატიმრება, რომლებიც მუშაობდნენ და, ეჭვი მაქვს, დღესაც მუშაობენ საქართველოს შსს-ს სისტემაში.