პუბლიკაციები
P.S. აი, რა შედეგებამდე მივყავართ საქართველოს შსს-ს უმოქმედობას, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია იგნორირებას უკეთებს საქინფორმის ოფიციალურ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს იმ ჰაკერების კონკრეტულ IP-ებს, არაერთხელ რომ შეუტიეს საქინფორმის საიტს და ჩვენი მეშვეობით Bank of Ameriсa-ს საიტის გატეხვაც სცადეს! “თუ არ დაამტკიცებთ, რომ შედეგად საქინფორმს მატერიალური ზარალი მიადგა, პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სანქციას არ მოგვცემს! ასე ამბობს კანონი”, - იმართლებენ თავს გამომძიებლები საქართველოს შსს-ს კაცმა არ იცის რისთვის შექმნილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიდან.
თუმცა, საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების და საქინფორმის რედაქციაზე თავდასხმის საქმის საფუძველზე, რომელიც პროკურატურისა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თაროზეა შემოდებული, დიდი ხნის წინ შეიძლებოდა ბევრი კიბერ დამნაშავის დაპატიმრება, რომლებიც მუშაობდნენ და, ეჭვი მაქვს, დღესაც მუშაობენ საქართველოს შსს-ს სისტემაში.