აშშ-ში გეი-ქორწინებების ლეგალიზაციის შესახებ უმაღლესი სასამართლოს დადგენილების საპატივცემულოდ თეთრი სახლი ლგბტ-სიმბოლოს ფერებით გაანათეს
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჟურნალისტებს შესჩივლა, რომ ვერ შეძლო უბრალო ამერიკელებთან ერთად ეზეიმა უმაღლესი სასამართლოს მიერ ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაცია - მისი თქმით, ეს არ დაუშვა აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
„არ მქონდა იმის კომენტირების შესაძლებლობა, თუ რამდენად კარგად გამოიყურებოდა თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებში“, - განაცხადა ობამამ ჟურნალისტების სიცილის ფონზე.